ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ბოქს მედია ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ფესტივალების, სოციალური და საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და კინოჩვენებების ჩატარება.

მემორანდუმის პირობების მიხედვით, ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება.

ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით.

სინათლის ფესტივალი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.

იტვირთბა....