ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ეკვადორში ერთნაირსქესიანების ქორწინება დააკანონეს

ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირსქესიანების ქორწინება დააკანონა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ეკვადორის ყველა საჯარო უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება დაეკისრა.

სასამართლოს ცხრა წევრმა ერთნაირსქესიანების ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო. დაკანონების მოწინააღმდეგეთა აზრის, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთნაირსქესიანების ორმა წყვილმა სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართეს.

გამოცემის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კიტოს ქუჩებში ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მსვლელობა გაიმარტა. 2015 წლიდან ეკვადორში ჰომოსექსუალებს სამოქალაქო კავშირის შექმნის უფლება ჰქონდათ.

ეკვადორი გახდა ლათინური ამერიკის მეხუთე ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კავშირები გათანაბრდა. მანამდე ეს არგენტინაში, ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ურუგვაიში მოხდა.

იტვირთბა....