მსხვერპლით დასრულდა გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავარია.
„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, სოფელ ქიწნისთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ხუთი, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულები გორის კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
წყარო – NewPosts.ge