aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბავშვთა ქორწინებას, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა – სახალხო დამცველი

aviabiletebi
ავიაბილეთები

2019 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას, ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

იტვირთბა....