„დღეს ოპოზიცია ისე აჩვენებენ ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს? მათგან განსხვავებით, ჩვენ ეს შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა მერე კი მოსწონთ და იყენებენ ყველა სიკეთეს, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოაქვს. სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია – კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ. მიუხედავად ამისა, ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“.
არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი