ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო უწყება: ისრაელში, საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები გაირკვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება და ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები იყო.

უწყების ცნობით, ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში იმყოფება და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხვდება, რომელთა საქართველოში დეპორტაცია იგეგმება, მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები.

მათივე განცხადებით, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სთვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა ბილეთები უკვე შეიძინა, დანარჩენისთვის ბილეთების შეძენა კი ეტაპობრივად მოხდება.

„გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები. სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

იტვირთბა....