aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელიც მოქალაქეს გამოცდის ჩაუბარებლად მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, დაკავებულია – სუს-ი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე მურმან მ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მურმან მ. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იტვირთბა....