aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“დედაჩემს ისრაელში დასარჩენად საბუთები გააკეთებინეს, თუმცა ყალბი აღმოჩნდა” – ისრაელში დაკავებული ერთ-ერთი ქართველი ქალის შვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელში დაკავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის ნანი შამათავას შვილის, ირმა შამათავას განცხადებით, მისი დედა სამართალდამცველებმა სამსახურში დააკავეს.

როგორც ირმა შამათავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დედამისთან ერთად, კიდევ ორი ქალია დაკავებული. ირმა შამათავას თქმით, დედამისი ისრაელში 2 წლის წინ, 3-თვიანი სამუშაო ვიზით წავიდა, თუმცა შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. როგორც დაკავებული ქალის შვილი აცხადებს, ამ დროის განმავლობაში დედამისმა შესაბამისი სამუშაო საბუთი გააკეთა, რომლითაც ისრაელში გაჩერების უფლება ჰქონდა, თუმცა გაირკვა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს,

„დედა დღეს დააკავეს. სამუშაოდ იყო წასული და სწორედ ამ დროს დააკავეს. როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, ციხეშია გადაყვანილილი. დედასთან ერთად სხვა ქალბატონებიც არიან დაკავებულები. იმისთვის, რომ ისრაელში დარჩენის უფლება ჰქონოდა, საბუთები გააკეთებინეს, თუმცა დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა. არადა ამ საბუთში დაახლოებით 500 დოლარი აქვს გადახდილი. დედას დაკავების შესახებ ახლობელმა მაცნობა, რომელიც მასთან მუშაობდა“, – განაცხადა ირმა შამათავამ.

სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში მასობრივად აკავებენ. თუმცა საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. სამინისტროს განმარტებით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

„ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

წყარო – “ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....