ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) ხელმძღვანელის, გაი რაიდერის განცხადებით, ILO მისი დაარსების პირველივე დღეებიდან მუშაობდა ბავშვთა შრომის შესამცირებლად და ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი კონვენცია, რომელიც 1919 წელსაა მიღებული, სწორედ ბავშვთა უფლებებს ეხებოდა.

გაი რაიდერი აღნიშნავს, რომ 100 წლიანი ბრძოლის ფონზე, მსოფლიოში დიდია წინსვლა, ამ კუთხით.

“შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამაყობს, ამ პროგრესის თანამონაწილეობით, მოვუწოდებ მთავრობებს, მშრომელებს და დამსაქმებლებს, დავდგეთ ერთად და გადავდგათ ფინალური ნაბიჯები, ბავშვთა შრომის შესამცირებლად”. – წერს ის.

2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 5-დან 17 წლამდე 218 მლნ ბავშვი შრომობს, მათგან 78 მლნ სახიფათო შრომაშია ჩართული.

მთავარი ფოტო: © ILO/Tran Van Yen

იტვირთბა....