მე პარლამენტის წევრმა, კომიტეტის სხდომაზე, ოფიციალურად და არა კულვარულად, სამჯერ დავაყენე საკითხი, მოვიწვიოთ საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისია და მოვუსმინოთ მათ. პარლამენტის წევრი ამ საკითხს აყენებს, რა გავაკეთო მითხარით, შიმშილობა დავიწყო დარბაზში თუ ქვების სროლა დავიწყო. რა ფორმით მივმართო მე პარლამენტს, რომ ეს სასიცოცხლოდ საჭირო კომისია დავიბაროთ აქ.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნების წევრებს მიმართა.