ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბიშვილი შვეიცარიაში ნორვეგიის პრემიერმინისტრს შეხვდა

შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნორვეგიის სამეფოს პრემიერმინისტრ ერნა სოლბერგს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას”- აღნიშნა ერნა სოლბერგმა.

ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას”, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით.

,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ  შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად”- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

 

წყარო – “იმედი

იტვირთბა....