„ევროპული საქართველოს” ბრალდებები გაუგებარია, რას ნიშნავს, „ქართული ოცნება“ კრიმინალებთან არის შეთამაშებული? – ეს არის შეურაცხყოფის მიყენება. თუ ოპოზიციას კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომ რომელიმე პირმა არჩევნებზე რამე კრიმინალური ჩაიდინა ან რომელიმე პირი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია და ამის მტკიცებულებები გააჩნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს, რადგან ეს დასჯადი ქმედებაა. თუ ინფორმაცია არ აქვთ, მარცხს შეეგუონ, რომელიც არაერთხელ განიცადეს. არასერიოზული ბრალდებებია და ეს ყველაფერი ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. მათი მხრიდან მტკიცებულებები ვერ მოვისმინე, აბსტრაქტული ბრალდებებია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაახმოვანოს“.
სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე