“ექსპერტი, რომ კერავდა თურმე, ვეღარ დავთვალეთ, იმდენი ჭრილობა იყო და დავანებეთ თავი თვლასო”, – ამის შესხებ ჟურნალისტებს აგარაში მოკლული 41 წლის მამაკაცის სიმამრმა განუცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, დანაშაულის ჩამდენს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„შვილმა დამირეკა, მამა, ზვიადი დაჭრეს და მოდიო. გავიქეცი, მივედი და ვნახე, რომ სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სახეზეა სულ დაჩეხილი და ტანზე. ექსპერტი, რომ კერავდა თურმე, ვეღარ დავთვალეთო იმდენი ჭრილობა იყო და დავანებეთ თავი თვლასო. ყველას უკვირს, არ ვიცი რა მოხდა. ფსიქიურადაა დაავადებული თუ რა მოუვიდა არ ვიცი“, – განაცხადა მოკლულის სიმამრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აგარაში მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი კაცი კი მოკლა.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახუში განუცხადეს, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი გარდაიცვალა. ასევე ცივი იარაღით დაჭრილი ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი დაკავებულია.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, უწყების ცნობით, ეს მუხლი მოგვიანებით, სავარაუდოდ, შეიცვლება.