ახალი ამბები მთავარი სამართალი

სისხლიანი დანით დადის და ამბობს, ორი კაცი მოვკალიო – თვითმხილველები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებენ

არც იყო 11-ის ნახევარი, ახალი ამოსულები ვიყავით სახლში და მეზობელმა დაგვირეკა რომ ავთო ჰქვია ბიძაჩემს და დადისო სისხლიანი დანით და იძახისო, რომ ორი კაცი მოვკალიო. მერე ჩამოვიდა დედაჩემი დაბლა და რომ ავიდა სახლში გონზე იყო და იძახდა მიშველეთო. გონება აქვს დაკარგული ახლა. ძალიან მძიმედ არის – აგარაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.

მოკლულ 41 წლის ირაკლი გელაშვილის  16 ჭრილობა აქვს მიყენებული. 50 წლამდე მამაკაცი ირაკლი გელაშვილს თავს აფთიაქიდან გამოსვლისას დაესხა.  შემდეგ სახლში მივიდა და მეუღლეს 13 ჭრილობა მიაყენა.  ქალი ამ დროისთვის  რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  თავდასხმის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11¹ 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....