თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან გარდაცვლილის მეზობლებმა დარეკეს, რადგან ბინიდან უსიამოვნო სუნი გამოდიოდა.
ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი. ბინაში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი იყო კონტაქტური, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი ქალი ორი დღის გარდაცვლილია.
დანარჩენი სამივე ქალი გადაყვანილია საავადმყოფოებში. გარდაცვლილის ცხედარი კი, პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.