aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ფინანსური სისტემის სტაბილური მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნა იგეგმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნა იგეგმება, რომელიც პასუხისმგებელი ფინანსური კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მექანიზმების შემუშავებაზე იქნება.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ მოამზადეს, რომლის ინიცირება 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ კომიტეტის შემადგენლობაში შედიან – ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები, თუმცა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში შესაძლოა, სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც შევიდნენ.

კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.

წყარო: “პირველი არხი

იტვირთბა....