aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

“თურნავა ქართული პოლიტიკისა და ჩვენი ხალხის დაბეჩავების სიმბოლოა” – ლორთქიფანიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკური პარტიების მკვლევარი და მემარცხენე აქტივისტი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და ნათია თურნავას საქმიანობას ეხმიანება:

“ნათია თურნავა ქართული პოლიტიკისა და ჩვენი ხალხის დაბეჩავების, დამცირების მთავარი სიმბოლოა.

მის ბიოგრაფიაზე, ეკონომიკის განადგურებისა და ჩვენი საკუთრების იაფად პრივატიზაციის ყველა მინისტრთან მის ქვეშევრდომად მსახურებაზე არაფერს ვამბობ. არც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ სახელმწიფო სამსახურის არქონის დროს ყოველთვის მსხვილი კონცერნების მმართველი მენეჯერი იყო და რომ დღესაც მათ ლობისტად გვყავს ხელისუფლებაში.

მისი მინისტრობის პერიოდს დავაკვირდეთ:

 მინისტრად დანიშვნის მეორე დღესვე ტრაქტორს პოლიციის რაზმი გააყოლა პანკისში და ინვესტორის ინტერესების დაცვის ფანატიკური სურვილი ლამის ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივების ფასად დაიკმაყოფილა.

მინისტრად დანიშვნის მეორე თვესვე შვიდი მოადგილის შტატი დაუშვა. შვიდი მოადგილე თუ ჰყავს ადამიანს თვითონ რასღა აკეთებს?

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობის მეათე დღეს ითვლიდნენ, მინისტრი თურნავა კი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ თუ საჭიროებას დავინახავ ავალ ზემო იმერეთშიო. მაშასადამე, ადამიანების ათდღიანი შიმშილი და პროტესტი, საქართველოს მთავარი ინდუსტრიული ქალაქის პარალიზება საკმარისი არ ყოფილა ეკონომიკის მინისტრის კაბინეტიდან გამოსვლისა და ხალხთან მისვლისათვის. მერე მოსწავლეების შიშით კი წალასლასდა ჭიათურაში.

მინისტრად დაინიშვნისა და საკუთარი თავისათვის შვიდი მოადგილის განმწესების შემდეგ, ამხელა აპარატის მუშაობის პირობებში, ქალმა ვერ გაიგო, რომ მის უწყებას მილიარდიანი პროექტისთვის ნებართვა ჰქონია გაცემული. ფოთსა და ანაკლიას შორის კიდევ ერთი პორტის ჩადგმას გეგმავდნენ, პირველადი დოკუმენტები გასცეს და მინისტრმა არ იცოდა! ვინც ამას დაიჯერებს, არის იმფუზორია.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მივიდა და იდგა. სხვა არაფერი გაუკეთებია.

ხალხი, რომელიც ამ ცინიკურ მონსტრს ვიტანთ, ბიძინასა და მიშას ნაჯვარის ღირსნი ვართ!” – წერს ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....