ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ლგბტ დროშა პირველად აფრიალდა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ლგბტ დროშა პირველად აღიმართა. როგორც CNN წერს, დროშის აღმართვა პრაიდის თვესთან დაკავშირებით კაპიტოლიუმში გამოფენის გახსნას უკავშირდება — “თანასწორობა არასდროს დადუმდება”. კაპიტოლიუმის თავზე დროშა მთელი ზაფხული იფრიალებს.

“ნიუ-იორკი სახლია ლგბტ მოძრაობის უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ამსხვრევენ ბარიერებს და სრული თანასწორობისთვის იბრძვიან. ეს გამოფენა აღნიშნავს და პატივს მიაგებს ამ წარმოუდგენლად მამაც და ნიჭიერ ადამიანებს”, — განაცხადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.

წყარო – on.ge

 

იტვირთბა....