ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ გამოვრიცხავ, ხანძარი განზრახ გაეჩინათ, – „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი

ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არ გამოვრიცხავ, ხანძარი განზრახ გაეჩინათ, – ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლილო სითის მეპატრონეზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ეს ტერიტორია არის „ჩაინა ლილო სითის“ საკუთრება. ხანძრის გაჩენის მიზეზი რა გახდა, მე ჯერ არ ვიცი. უკმაყოფილებას იმის გამო გამოვთქვამდი, რომ ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო, წყლის არქონის გამო კი ისევ გაღვივდა. ახალგაზრდა კაცი საუბრობდა, რომ წყალი უწყვეტ რეჟიმში გვქონდაო. ეს არის თეთრზე შავიაო იმის თქმა, როგორ შეიძლება. წყალი რომ არ იყო, ამას ხედავდა ასობით მოვაჭრე და პოლიციელი. მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა. არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი,“ – განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ.

ლილოში ხანძარი ღამით გაჩნდა, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ლაურა ღაჭავა ერეკლე და გიორგი კოდუების დედაა.

ხანძრის თაობაზე, შსს-მ გამოძეიბა დაიწყო.

იტვირთბა....