ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძრის ქრობისას, წყლის გამოლევაზე საუბარი, ზედმეტია.
“დაიწვა 1000 კვ.მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 17 სახანძრო ავტოცისტერნა, 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ და დასძინა, რომ ოპერატიული მუშაობის შედეგად, გვერდით მდებარე დიდი ტერიტორია უვნებელი გადარჩა.