ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩის გამოწვევას #გარემოსქმნიშენ უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, გამოწვევას უპასუხა.

„სიამოვნებით ვუერთდები ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ნარჩენების შემცირების კამპანიას და ვიღებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გამოწვევას #გარემოსქმნიშენ

​„ჩვენი გუნდის სახელით ვიწვევ: საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორობის კანდიდატს, დოქტორ ნატა მენაბდეს.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორობის კანდიდატს დავით კირვალიძეს, რათა გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება ნარჩენების შემცირებაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

​ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პლასტიკატის გამოყენების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. ელჩმა სალომე ზურაბიშვილს, ლევან დავითაშვილს, კახა კუჭავას მიმართა და პლასტიკატის ნარჩენების შემცირების კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....