მთავარი ციტატა

“არ გავჩერდები, ბევრი შეეწირება ამ საქმეს მთავრობიდან, შსს-დან, პროკურატურიდან!” – მიხეილ კალანდიას მამა

„ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ?”

თენგიზ კალანდია, “ხორავას ქუჩის” საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა

IPN

შეგახსენებთ,  “ხორავას ქუჩის” საქმეზე დაკავებულია მიხეილ კალანდია, რომელიც აღნიშნულ გახმაურებულ საქმეზე ფიგურირებს

იტვირთბა....