მთავარი სამართალი ციტატა

მთავარია დაისაჯოს ის, ვინც სამართლის დადგენას უშლიდა ხელს – ხუხაშვილი კალანდიას დაკავებაზე

“ჩვენ თუ გვინდა პრევენცია, რომ მომავალში დანაშაულის დაფარვა არ ხდებოდეს, მთავარი დამნაშავე მთელი ამ დრამატული პროცესის, თავისთავად ტრაგედია ხომ არ იყო მარტო დრამატული – დრამატული პროცესი მიდიოდა წელიწადნახევრის განმავლობაში და ამ ყველაფერში ბევრი მხარე მონაწილეობდა. ეს რომ არ განმეორდეს, მთავარია დაისაჯოს ის, ვინც სამართლის დადგენას უშლიდა ხელს, რათა მსგავსი ქმედება მომავალში ვერავინ გაბედოს”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მიხეილ კალანდიას დაკავებაზე;

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....