aviabiletebi
მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც გვქონდა – გოცირიძე

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში იმაზე უარეს შედეგს მივიღებთ, რაც გვქონდა. კანდიდატთა სიაში უკვე გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა შესახებ პირდაპირი ბრძანება იქნება გაცემული ივანიშვილის მიერ ყურმოჭრილი პარლამენტარებისათვის, რომ უსიტყვოდ დაამტკიცონ.

მოქმედი მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უკან გაბრუნებული კლანის ათი წევრიდან კვლავ შემობრუნებული რვა, კიდევ ერთი ამდენი მორჩილი დუბლშემადგენლობა, ასე ვთქვათ, კლანის მეორე ეშელონი-ასე გამოიყურება მომავალი უზენაესი სასამართლო.

სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა, ამის გამოსწორებას არაფერი ეშველება.

საინტერესოა, რამდენი ღირსებაშემორჩენილი დეპუტატი არის უმრავლესობაში, რომელიც ამას გააპროტესტებს?!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია გაასაჯაროვა.

144 კანდიდატს შორის მოხვდა მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. თუმცა სიაში არ მოხვდნენ დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება 2019 წლის 11 მაისს დაიწყო.

საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო.

მანამდე კი, 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას  საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

იტვირთბა....