ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორც ადამიანს, ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება მწყინს – ქუცნაშვილი კალანდიას დაკავებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მიხეილ კალანდიას დაკავებას აფასებს და აცხადებს, რომ როგორც იურისტი, თუ მტკიცებულებები შეაგროვა გამოძიებამ და დამნაშავე ამხილა, ეს მისასალმებელია და კარგია.

“მე როგორც ადამიანს, ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება მწყინს.თუმცა, როგორც იურისტსა და მოქალაქეს მიმაჩნია, რომ თუ მტკიცებულებები შეაგროვა გამოძიებამ და დამნაშავე ამხილა, ეს მისასალმებელია და კარგია”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.

იტვირთბა....