ხორავას საქმის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას დაკავება იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კაპანაძემ თქვა, კომისია კალანდიას დაკავების საჭიროებაზე, ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე საუბრობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს.
„სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შსს ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ეს იყო მათ შორის ჩვენი შუალედური რეკომენდაცია.
მე მაქვს იმედი, რომ ეს საქმე იქნება საბოლოოდ ბოლომდე მიყვანილი, გახსნილი და მართლმსაჯულება შედგება და ეს ადამიანები თუ ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღეს მკვლელობაში, ბოლომდე იქნებიან დასჯილები. იმისთვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიც იყოს შესრულებული, განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც მუშაობენ ჯერ კიდევ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს და გააყალბეს.
კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება,”-განაცხადა კაპანაძემ.