aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შალვა თადუმაძე საქართველოს პატიოსანი და პრინციპული ადამიანია” – ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენს საზოგადოებაში თუ არსებობს ადამიანი, ვისაც მოეთხოვება და არის პატიოსანი, პრინციპული, შალვა თადუმაძე მათ შორის ერთ-ერთია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა შალვა თადუმაძეს იურიდიული განათლება და რამდენად აქვს მას ფორმალური შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტი დაიკავოს, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ ახალი კანონით გაწერილი კრიტერიუმები ყველას ავალდებულებს, წარმოადგინონ ყველა დოკუმენტი, რაც მათ მიერ შევსებულ ანკეტას უნდა ახლდეს და შესაბამისად, კანდიდატთა დოკუმენტაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადამოწმებული აქვს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თუ მაგალითად, მიიღება გადაწყვეტილება, რომ პარლამენტმა ოციდან მხოლოდ ათი კანდიდატი დაამტკიცოს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მეათე და მეთერთმეტე არანაკლებ საუკეთესოა, ისინი იმის გამო არ უნდა დაიჩაგრონ, რომ პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მაგრამ ორი რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ მოხდა.

„ერთი ის არის, რომელსაც კანონში ვერ გაითვალისწინებ და, რომელზეც მოგახსენეთ. მეორე რეკომენდაცია კი ის იყო, რომ კანდიდატებს, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესძლებოდათ. გასაჩივრების ადგილი არის უზენაესი სასამართლო, სადაც დღეს რვა მოსამართლეა. წარმოიდგინეთ, იქ შედის საჩივარი, რომლის განხილვაც გრძელდება და თუ ოცეული უკვე დაკომპლექტებულია, ესე იგი, ვიღაც უნდა ამოიღო და მის ადგილას სხვა ჩასვა. შეიძლება, მერე იმას გაუჩნდეს საჩივარი, რომ მისი მონაცემები უკეთესი იყო და ეს პროცესი არ დასრულდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....