მთავარი ციტატა

“ღრმად ვარ დარწმუნებული, სამართალი აღსრულდება” – მათიკაშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე

„კარგია, რომ  [მოკლული დავით სარალიძის]ოჯახი მიესალმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. კომენტარიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ პირველად დაინახეს სამართლის აღსრულების რეალური შანსი და ამას მხოლოდ მივესალმებით. აქვე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ განცხადებასა და განწყობას, რომ ეს ფაქტი არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ სპეკულაციად და საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზეზად არ უნდა იყოს გამოყენებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი ისე გაგრძელდება და დასრულდება, რომ თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. რაც ყველაზე მთავარია, სამართალი აღსრულდება. ეს უმნიშვნელოვანესია”.

დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

იტვირთბა....