გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.