“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის გადაწყვეტის კარი ამჯერად 4 გასაღებითაა ჩაკეტილი. ეს კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება, თუ ეს ოთხივე გასაღები ერთდროულად იქნება გამოყენებული. გასაღებები კი დევს თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. ვინც ამას არ აღიარებს, ვერც პრობლემას მოაგვარებს, მე ეს შემიძლია. აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზა შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგს დაემატება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. გადალახეთ ბატონებო შიში და აღიარეთ, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ეს პრობლემები ჩიხიდან ვერ გამოვა”
დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს;