aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მოსამართლეობის კანდიდატების 144-კაციანი სია უნდა დავიდეს 50-კაციან სიამდე”

„ეს არის საკითხის განხილვის პირველი ეტაპი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 144-კაციანი სია უნდა დავიდეს 50-კაციან სიამდე. ამ ე.წ. გრძელი სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ის ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს უკვე პირველ ეტაპზე. ამის შედეგ, გაგრძელდება განხილვა. პროცესი იქნება საჯარო, იქნება ინტერვიუები და გასაუბრება. ამის საფუძველზე მოხდება სიის დაყვანა 20 კაცამდე და ბუნებრივია, ეს პროცესიც ჩაივლის საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. თითოეულ ჩვენგანს ექნება დაკვირვების საშუალება და ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ მოხდება 20 კანდიდატის წარდგენა პარლამენტისთვის. საბოლოო ჯამში, პარლამენტი ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ ყველა შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმით; ეს არის – გამოცდილება, კვალიფიკაცია, წარსული, დღევანდელი საქმიანობა. ეს არის ყველა ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც არის ასახული მათ შორის ჩვენ მიერ მიღებულ კანონში”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

იტვირთბა....