ახალი ამბები

“წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა შედეგით” – კახიძე

დღემდე არ არის გამოყოფილი თანხები იმისთვის, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციამ, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციაც ეკისრება, სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლოს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაზე საუბრისას.

კახიძის თქმით, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს, იმისთვის იბარებენ, რომ გასცეს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი და რატომ არ ასრულებენ ისინი იმ ვალდებულებას, რომელიც კანონით დაეკისრათ.

„წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა შედეგით და შემდგომ, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ე.წ დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, რომ გამოიძიოს ამგვარი შემთხვევები. მათ გადაავადეს კანონის ძალაში შესვლა, უკვე ივლისში მოდის ეს დრო, როდესაც უნდა ამოქმედდეს მექანიზმი და დღემდე არ არის კიდევ გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან. ფინანსთა მინისტრი და მთავრობა ამაზე არის პირდაპირი პასუხისმგებელი, ამიტომ „ევროპული საქართველო“ იბარებს ფინანსთა მინისტრს, რომ მოვიდეს და პასუხი გაგვცეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რატომ იწელება ეს პროცესი და რატომ არ ასრულებენ ისინი იმ ვალდებულებას, რომელიც კანონით დაეკისრათ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....