ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერაბ კვირიკაშვილს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა.  მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000- ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

პროცესს ესწრებოდა თავად მერაბ კვირიკაშვილი.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია.

შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

მოსამარლთის განცხადებით, სასამართლოს აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა არ შეუძლია და სასამართლო ექსპერტების ჩვენებსებს და საქმეში არასებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და მათ შორის მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეც.

იტვირთბა....