ეკონომიკა მთავარი სოციალური ქსელი

კაპანაძე – პორტი არის საფრთხის წინაშე და შეიძება ვერ განხორციელდეს, წერტილი.

“ანაკლიის პორტი საფრთხის წინაშეა.

ახლა გამოდგებიან და დაიწყებენ ახსნას – ასე იყო დაგეგმილიო, ეგ წინასწარ იცოდნენო, ვალდებულებებს ვერ ასრულებენო, ასეო, ისეო…

რეალობა კი ძალიან მარტივია. პორტი არის საფრთხის წინაშე და შეიძება ვერ განხორციელდეს. წერტილი.”

სოციალური ქსელი: სერგი კაპანაძე; 

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”  განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაუუქმა.

იტვირთბა....