ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთი თბილისში, შშმ პირებისთვის, მიწისქვეშა გადასასვლელებში 6 ლიფტს დაამონტაჟებს

თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, სამ ადგილზე, ექვსი შშმპ ლიფტის (პლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს.

საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.

“თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე”, – ნათქვამია თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....