ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესამე მოსმენით – მოქალაქეს 5-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, ტრანსპორტში 20 ლარის გადახდა მოუწევს

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში 5-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მოქალაქეს 20 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, საურავის რაოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა.

წესების მიხედვით, მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი, ან თანხა ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....