მთავარი ციტატა

“ზელენსკი, პოროშენკოსავით ინანებს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას”

“ყველაზე მძიმე ნაწილი რაც არის მისი პოლიტიკური ისტორიის, უკავშირდება მის გადაწყვეტილებას, რომ დათმო საქართველოს მოქალაქეობა და აირჩია უკრაინის მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, როცა ირჩევდა უკრაინის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, რადგან მაშინ არ გვქონდა კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. როდესაც ასეთი არჩევანი გააკეთა მან, ვფიქრობ რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, იქ დაესვა წერტილი. ეჭვი არ მეპარება, რომ ზელენსკი, პოროშენკოსავით ინანებს ამ გადაწყვეტილებას”

ეკა ბესელია – პარლამენტის წევრი

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოქალაქეობა დაუბრუნა.

იტვირთბა....