თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სხვადასხვა ტერიტორიების დატბორვის შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში – 112 ასამდე შეტყობინება შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უხვმა ნალექმა თბილისში, ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და ისან-სამგორის რაიონებში დატბორა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები. ასევე, ოპერატიულად განხორციელდა მეტროსადგურების – „სამგორისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, აღარ წვიმს და ვითარება სტაბილურია.
ძლიერად წვიმდა ქვემო ქართლის რეგიონშიც. რუსთავისა და გარდაბნის სამაშველო ჯგუფებმა 20-მდე შეტყობინებაზე უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან განახორციელეს. უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგებით არავინ დაშავებულა“.