ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ნატო საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გაფართოებას განიხილავს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან სექტემბერში 5 წელი სრულდება. ნატო საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს.

ქრონიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ 5 წლის იუბილეზე არსებითი პაკეტის ყველა ელემენტს საფუძვლიანად განიხილავენ.

„ამ პაკეტის ელემენტების ნაწილი საკმაოდ წარმატებით განვახორციელეთ, ზოგიერთი ელემენტის იმპლემენტაცია ახლა სრულდება. ახლა ერთად ვფიქრობთ, რას გავაკეთებთ ამის შემდეგ.

ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს. ვფიქრობთ მისი გაფართოების შესაძლებლობაზე და მისთვის ახალი ფუნქციების დამატებაზე.

5 წლის იუბილეს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ არსებითი პაკეტის ყველა ელემენტი საფუძვლიანად განვიხილოთ, ვნახოთ რა დასრულდა წარმატებით, რა გვინდა მომავალში გავაკეთოთ და რას დავამატებთ.

საქართველოს შეირაღებული ძალებში არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები და ისინი სარგებლობენ ნდობით ნატოში.

ინსტიტუტებიც მუშაობენ გაცილებით უკეთესად დღეს, ვიდრე 5 წლის წინ. მე ვფიქრობ, რომ ყველამ იმის მიუხედავად მიკერძოებულია თუ არაა მიკერძოებული, უნდა თქვას, რომ ეს მოხდა ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის დამსახურებით“, – თქვა ჯეიმს აპატურაიმ.

იტვირთბა....