16 წლის მოზარდისადმი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი კ. ქ. დააკავა.
16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.
საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.