მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ბაღისა და სკოლის ზეიმებში როლების უთანასწორო განაწილება ბავშვებს ტრავმას აყენებს – არღანაშვილი

“არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების (ლექსების, სიმღერების) უთანასწორო განაწილება. ეს ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.

როცა ბავშვების მიმართ უთანასწორობის ასეთ შემთხვევებზე მოგვმართავენ, ამას სრულიად სერიოზულად ვეკიდებით. ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ ჩვენი წერილები ამ თემაზე. თუ არ გაითვალისწინებთ, საჩივრებიც და, შეიძლება, სასამართლო უწყებაც ჩაგაბარონ.

საერთოდ არ ვხუმრობ. თუ არ შეგიძლიათ ყველა ბავშვის თანასწორად ჩართვა და ბავშვებისთვის ახსნა, ნუ ატარებთ.

ამ დროს, ბავშვები, ფაქტიურად პირველად, სვამენ კითხვებს სამყაროში სამართლიანობის და თანასწორობის თემაზე. უფროსებმა იმედი არ უნდა გავუცრუოთ”

არასამთავრობო ორგანიზაცია: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....