„მთავარია, დავით გარეჯის საკითხს ჩვენ მშვიდად შევხედოთ. ყველა საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი. სასურველია, ჩვენ ამ ოფიციალურ ფორმატს დაველოდოთ და სხვა ტიპის ზომებზე ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველანაირი რესურსი არის, რათა მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან სწორად დასრულდეს“.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე