“ახლა რაც შეეხება პრეზიდენტს.
როცა ხარ სახელმწიფო ინსტიტუტი და არა უბრალოდ ვიღაც სალომე ზურაბიშვილი, თემებს სანამ დაძრავ, მითუმეტეს სენსიტიურ თემებს, გადიხარ მაინც წინასწარ იმ მთავრობასთან, რომელმაც მოგათრია.
მაგალითად, როცა ძრავ ინგილოების თემას – მანამდე ელაპარაკები მთავრობას და ამოწმებ, რა კომუნიკაცია აქვს ამ საკითხზე მთავრობას აზერბაიჯანთან, წინასწარ იცი რა ნაბიჯი მოყვება, იცი რაღაც ზომების შესახებ.
მითუმეტეს, როდესაც ტერიტორიის საკითხს ძრავ ასეთ სენსიტიურ თემაზე – დავით გარეჯზე.
წინასწარ ვინმეს კითხა მთავრობაში, ეს საკითხი გადასაჭრელია და რას ვაპირებთო? რამე გეგმა არსებობდა? რამე end game-ს ხედავდა რომ “ააფეთქა”?
მერე მოტრიალდება და რუსეთის რეგულარული არმია რომ გბომბავდათ და უპასუხეთ – ეგ პროვოკაციაზე წამოგება იყო, ომი საქართველომ დაიწყოო იტყვის.
მოწმენდილ ცაზე პრობლემა შექმნა”
თამარ ჩერგოლეიშვლი – “ტაბულას” დამფუძნებელი; სოციალური ქსელი;