ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში, ავტოკატასტროფის შედეგად ქვეითი დაიღუპა

თელავში, ქუთაისის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....