“ჭიათურაზე
პრობლემის არსი:
1. საბადო არ არის კერძო საკუთრებაში
2. რადგან არ არის კერძო საკუთრებაში, მას ლიცენზიით, დროებით განკარგვაში, მთავრობა გადასცემს დროებით მომხმარებელს
3. გადაცემა როგორც წესი ხდება კორუფციული გარიგების გზით, რადგან ამ ბიზნესში დიდი ფული იშოვება
4. დროებით მომხმარებელს არ აქვს სტიმული მაღაროში განახორციელოს ინვესტიცია და გააუმჯობესოს მადნის მოპოვების პირობები, რადგან იცის რომ ის დროებითი მომხმარებელია და ჩადებული ფული ზედმეტი ხარჯია
5. ამავე დროს დროებითი მომხმარებელი არ დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, რადგან მთავრობისგან დავალებული აქვს ბევრი ადამიანის დასაქმება (ანუ ეს ბიზნესი ნახევრად ბიზნესია, ნახევრად სოციალური საწარმო)
შედეგად ჭიათურაში ხდება ის რაც ხდება და ასე გაგრძელდება მანამ სანამ საბადო, და ზოგადად წიაღისეული ამ ქვეყანაში, იქნება სახელმწიფოს ხელში
გამოსავალი:
1. წიაღისეული, როგორც ჭიათურაში, ისე სხვაგან, მიწები, ტყეები, სახელმწიფო საწარმოები, სსიპ-ები და ააიპ-ები, ყველაფერი (ყველაფერი!) რაც ბოლშევიკებმა წაგვართვეს და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია, უნდა დაუბრუნდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს კერძო მფლობელობაში (პირდაპირ, აქციების და/ან სხვა სახით)
2. როცა ჭიათურლები (და ყველა სხვა) დაიჯერებენ რომ ისინი სინამდვილეში იმ საბადოს (და ყველაფერი დანარჩენის რაც სახელმწიფოს ხელშია) მეპატრონეები არიან (ანუ, მდიდრები) და არა სახელმწიფოს საკუთრებაში დროებით დაქირავებული ყმები, მაშინ მოგვარდება პრობლემა (და დაერხევათ ძალაუფლების მქონეებს)
სანამ ამას არ დაიჯერებენ, 65%-ით აირჩევენ ახალ ბატონებს, როგორც ეს წინა კვირას ჰქნეს”
სოციალური ქსელი’ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე;
ჭიათურაზე
პრობლემის არსი:
1. საბადო არ არის კერძო საკუთრებაში
2. რადგან არ არის კერძო საკუთრებაში, მას ლიცენზიით, დროებით განკარგვაში, მთავრობა გადასცემს დროებით მომხმარებელს
3. გადაცემა როგორც წესი ხდება კორუფციული გარიგების გზით, რადგან ამ ბიზნესში დიდი ფული იშოვება
4. დროებით მომხმარებელს არ აქვს სტიმული მაღაროში განახორციელოს ინვესტიცია და გააუმჯობესოს მადნის მოპოვების პირობები, რადგან იცის რომ ის დროებითი მომხმარებელია და ჩადებული ფული ზედმეტი ხარჯია
5. ამავე დროს დროებითი მომხმარებელი არ დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, რადგან მთავრობისგან დავალებული აქვს ბევრი ადამიანის დასაქმება (ანუ ეს ბიზნესი ნახევრად ბიზნესია, ნახევრად სოციალური საწარმო)
შედეგად ჭიათურაში ხდება ის რაც ხდება და ასე გაგრძელდება მანამ სანამ საბადო, და ზოგადად წიაღისეული ამ ქვეყანაში, იქნება სახელმწიფოს ხელში
გამოსავალი:
1. წიაღისეული, როგორც ჭიათურაში, ისე სხვაგან, მიწები, ტყეები, სახელმწიფო საწარმოები, სსიპ-ები და ააიპ-ები, ყველაფერი (ყველაფერი!) რაც ბოლშევიკებმა წაგვართვეს და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია, უნდა დაუბრუნდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს კერძო მფლობელობაში (პირდაპირ, აქციების და/ან სხვა სახით)
2. როცა ჭიათურლები (და ყველა სხვა) დაიჯერებენ რომ ისინი სინამდვილეში იმ საბადოს (და ყველაფერი დანარჩენის რაც სახელმწიფოს ხელშია) მეპატრონეები არიან (ანუ, მდიდრები) და არა სახელმწიფოს საკუთრებაში დროებით დაქირავებული ყმები, მაშინ მოგვარდება პრობლემა (და დაერხევათ ძალაუფლების მქონეებს)
სანამ ამას არ დაიჯერებენ, 65%-ით აირჩევენ ახალ ბატონებს, როგორც ეს წინა კვირას ჰქნეს