ბათუმის საკრებულოს წევრი, რომელიც სვარაუდდ სტუდენტის სექსუაურ შევიწროწბაშია დადანაშაულებული, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცეებს.
როგორც ცნობილია, ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს გადადომის საკითხთან დაკავშირებით დღეს მიმართა.
„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – საკრებულოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს კომენტარი ომარ მახარაძეს ეკუთვნის.
მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს.