ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორსა და საკრებულოს დეპუტატს სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ამბობს, რომ თუ სტუდენტზე სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი დადასტურდა დეპუტატის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგება. ბრალდების ადრესატს სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება უკვე შეუჩერეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა

ინფორმაციას ამის შესახებ ტელლეკომპანია “იმედი” ავრცელებს

იტვირთბა....