ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს

ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს.

მისივე თქმით, ვინც დამნაშავეა, დაისჯება კანონიერად.

“ეს სიბინძურე და სიცრუეა, ჩემი ტელეფონი და icloud-ი გატეხილია, ​ არჩევნებამდე ერთი კვირით  ადრე, ვიგრძენი, რომ გატეხილი იყო. მე პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში, არჩევნებისთვის. ეს მთელმა რაიონმა იცის, მთელმა პარტიულმა ელიტამ იცის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა ის კანონიერად დაისჯება”, – განაცხადა ლექტორმა TV25-თან საუბრისას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც თავად აცხადებს, ლექტორი მას თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.

იტვირთბა....