“მე ამათ უნიათოებს არ ვეძახი რა, ესენი მტრები არიან, შეგნებული მტრები არიან ქვეყნის და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და თუ ეს ასე არ არის, ნებისმიერ მათგანს გამოვიწვევ სატელევიზიო დებატებში. გამოფხიზლების დროა, ერთიანი დიდი გამოფხიზლების დროა და ჩვენ გვძინავს, ცუდად გვძინავს ძალიან. ეს მტერი ყველაზე მზაკვრული მეთოდებით, ყველაზე დახვეწილად გვებრძვის ჩვენ, ისე, რომ ძილიდან არ გამოვფხიზლდეთ, გაბრუებულები ვიყოთ, მთვრალები ვიყოთ, აგერ, ნარკოტიკებს გვიკანონებენ, ყველაფერს გვიკეთებენ იმისთვის, ოღონდაც ჩვენ არ გამოვფხიზლდეთ, ოღონდაც არ მივხვდეთ როგორ ვიღუპებით ნელ-ნელა, როგორ გვკლავენ, როგორ გვხოცავენ, როგორ ნელ-ნელა შეყავთ ჩვენში, ჩვენს შვილებში საწამლავი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ, ოღონდაც ეს ვერ გავიაზროთ და კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა და საერთოდ არაფერს მოგვაკლებენ”.
მამა საბა
ის ქადაგების დროს, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ხელისუფლებას აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.