თბილისში, თემქის მე-11 მიკრორაიონში, მეშვიდე სართულის აივნიდან გადავარდნილი ოთხი წლის ბავშვი გადარჩა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ, გაუფრთხილებლობით სხეულის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.
წყარო: “პირველი არხი”